
“შეიძლება პოლიტიკურად არ მოგწონდეს ან სხვა მიზეზების გამოც, თუმცა მან უნდა იცოცხლოს და იყოს თავისუფალი”, - ამ ვიდეომიმართვას რადას დეპუტატი ლიზა იასკო ავრცელებს.
დეპუტატი ეხმაურება რადას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
ლიზა იასკოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდოს.
"უკრაინის პარლამენტარების უმრავლესობა მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ჰუმანიტარული აქტის საფუძვლით. ვიდეოკადრები, რომელიც ბოლოს ვნახეთ, შემაძრწუნებელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებსაც მივმართეთ, რომ არ დააიგნორონ ეს საკითხი, რადგან ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. შეიძლება პოლიტიკურად არ მოგწონდეს ან სხვა მიზეზებიც იყოს, თუმცა მან უნდა იცოცხლოს და იყოს თავისუფალი. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც პარლამენტარებმა, როგორც უკრაინელი ხალხის ხმამ, შევძელით და მოვითხოვეთ ჰუმანიტარული აქტის განხირციელება,“ - ამბობს ლიზა იასკო.
მიმართვის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები არიან. უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
0
0