
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის ჟერალდ დარმანინის განცხადებით, პარიზში, ლუვრის მუზეუმში, საიუველირო ნაკეთობების მასშტაბური ძარცვის თავიდან აცილება უსაფრთხოების ზომებით შეუძლებელი გახდა, „რამაც ქვეყანას ძალიან ნეგატიური იმიჯი შეუქმნა.“
„ადამიანებმა შეძლეს ავეჯის ამწევი ლიფტის გაჩერება პარიზის შუაგულში, მისი გამოყენებით, რამდენიმე წუთში შენობაში შესვლა, ფასდაუდებელი სამკაულების მოპარვა და საფრანგეთის იმიჯის შელახვა. საფრანგეთის პოლიციამ იცის, რომ, თუ მომდევნო 24-48 საათში მძარცველებს არ დაიჭერენ, ისინი გაანადგურებენ ან ქვეყნიდან გაიტანენ ფასდაუდებელ ნივთებს, მათ შორის ბრილიანტისა და ზურმუხტისთვლიან ყელსაბამს, რომელიც იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის მეუღლეს აჩუქა“, - თქვა ჟერალდ დარმანინმა.
ასევე როგორც Art Recovery International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის მარინელომ განაცხადა, გვირგვინები და დიადემები ადვილად შეიძლება დაიმსხვრეს და ცალკეულ ნაწილებად გაიყიდოს.
„ქურდები მათ ხელუხლებლად არ შეინახავენ. ისინი დაამსხვრევენ მათ, ძვირფას ლითონს გაადნობენ, ძვირფას ქვებს ხელახლა დაჭრიან და დანაშაულის კვალს დამალავენ. ამ ძვირფასი ქვების ხელუხლებლად გაყიდვა რთული იქნება. შეიძლება დამნაშავეები დაიჭირონ, მაგრამ ძვირფასეულობას ვერ დაიბრუნებენ“, - თქვა მარინელომ.
მუზეუმი დროებით დაკეტილი დარჩება.
1
0
22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
20/10/2025