20/11/2021
13:19
საზოგადოება
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი არის მარიამ გეგუჩაძე. კომენტარების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძის გადაყვანას ითხოვენ სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ღონისძიების აღწერილობაში კი ვკითხულობთ:
“სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვთ, შეიქმნას კონსილიუმი, შეფასდეს კობახიძის მდგომარეობა.
რის შემდეგაც ის გადაყვანილი უნდა იყოს, შესაბამის დაწესებულებაში. ან უბრალოდ სადმე – ჩვენგან შორს შეგიძლიათ წაიყვანოთ.”
“აიპრესისმა“ ომბუდსმენის ოფისს მიმართა კითხვით, ქალბატონი ნინოსთვის, ნამდვილად აპირებს თუ არა ამ შინაარსის ღონისძიებას შეუერთდეს.
კითხვები გახლდათ შემდეგი შინაარსის:
1. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ირაკლი კობახიძის ფსიქიატრიულში გადაყვანის ღობისძიებას?
2.შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას როდესაც წერენ, გულისხმობენ ფსიქიატრიულს, ეს ჩანს კიდეც ღონისძიების კომენტარებში და მაქვს კითხვა: ნინო ლომჯარია ამ მოთხოვნას უერთდება? თუ არა, მაშინ სად გადაყვანას უერთდება?
დამადასტურებელი სქრინებიც გადავუგზავნეთ:
სახალხო დამცველის აპარატში გვიპასუხეს, რომ ნინო ლომჯარია არ უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას. ჩვენს კითხვაზე, რას მიანიშნებდა მისი დაინტერესება, რას ჩვენს მიერ მიწოდებულ სქრინზე ჩანდა, გვიპასუხეს, რომ “შესაძლოა მას თითი დაეჭირა ინსტიქტურად” და “მხარს არ უჭერს ნამდვილად”
ამის შემდეგ მათ გადმოგვიგზავნეს სქრინი, სადაც უკვე ნამდვილად აღარ იყო სახალხო დამცველის დაინტერესება ირაკლი კობახიძის სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულში გადაყვანის მოთხოვნით…
„აიპრესი“
0
0