
შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საღამოს სატელევიზიო მიმართვაში.
„ხაზს ვუსვამ, რომ თავიდანვე დაუყოვნებლივ მიღებული იქნა ყველაზე აუცილებელი გადაწყვეტილებები წარმოქმნილი საფრთხის განეიტრალების, კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ჩახშობილი. საქმე“, - განაცხადა პუტინმა.
ამბოხებულებს, ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მხარდამჭერებს სურდათ რუსი ჯარისკაცების ერთმანეთის მოკვლა - განაცხადა პუტინმა.
„ეს არის ზუსტად ის შედეგი, ძმათაკვლა, რომელიც სურდათ რუსეთის მტრებს და ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ისევე როგორც ყველანაირ ეროვნულ მოღალატეს. ჩვენი საზოგადოება გაიყო, დაიხრჩო სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში" - განაცხადა მან მიმართვისას.
მანვე დასძინა, რომ რუსეთის მტრები „ხელებს იფშვნეტდნენ და ოცნებობდნენ შური ეძიათ ფრონტზე წარუმატებლობისთვის და ე.წ. კონტრშეტევისთვის“.
0
0