უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არარეალურად მიაჩნია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს და ამას ხედავს პრობლემად გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად.
ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირს მოუწევს „უპასუხოს ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ არ მიაღწევს გადაწყვეტილებას, თუნდაც მოლაპარაკებების დაწყებაზე“.
„შემოდგომაზე ბრიუსელში განვიხილავთ უკრაინის მომავალს, ვერ ავიცილებთ თავიდან კითხვას, შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ამ ქვეყნის წევრობაზე. შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან. უკრაინა ჯერ კიდევ იბრძვის...“, - აცხადებს ორბანი.
ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ახალი წევრების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა და უნგრეთში ამას პარლამენტის გადაწყვეტილება დასჭირდება.
0
0