16/11/2024
23:43
სპორტი
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:
"ასეთ მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. საკუთარი მოედნის ფაქტორი საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვემზადებით უკანასკნელი ტურისთვის. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით და ველოდით, რომ საგოლე მომენტები ისევ გვექნებოდა. საქართველოს ნაკრები საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორმა ძალიან მოტივირებული გახადა და შედეგზე გავლენა ამანაც იქონია.
პირველი ტაიმის შემდეგ რა ვუთხარი მუდრიკს? ბევრი იშრომა, შეუცვლელი მოთამაშეა,
პირველი ნახევრის შემდეგ მას გარკვეული შენიშვნები მივეცი. მუდრიკი ძალიან სწრაფია, თუმცა ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამაში კი ხელი მოედნის საფარმა შეუშალა. შეაჩერა თუ არა კონოპლიამ კვარაცხელია? ხვიჩა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა და მისი შეჩერება გუნდურადაა საჭირო.
ქართველების მხრიდან უკრაინელები მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ და ამისთვის მადლობას გეუბნებით."
0
0