
უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პარლამენტს და კანადაში უკრაინის დიასპორას ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მიმართა. სიტყვით გამოსვლის დასრულების დროს კანადელმა დეპუტატებმა უკრაინის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს.
„რა თქმა უნდა, ამას არავის ვუსურვებ, მაგრამ ეს დღეს ჩვენი რეალობაა. მინდა, განცალკევებით მივმართო უკრაინულ დიასპორას, კანადაში მყოფ უკრაინელებს. სწორედ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თქვენ კი თქვენი მხრივ უნდა დაამტკიცოთ, რომ უკრაინის ისტორიის ნაწილი ხართ, ცოცხალი ისტორიის. დაიმახსოვრეთ ეს – ცოცხალი, რადგან ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ვისწრაფვით სიმშვიდისკენ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ყველას, აქ, პარლამენტში მყოფებს უკრაინელი ხალხის სახელით. დარწმუნებული ვარ, ერთად და მხოლოდ ერთად ყველა მტერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0