მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი იყო, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე.
„რაც შეეხება აქციებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული. რაც, ასევე, აჩვენებს ბუნებრივია, თანაფარდობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას. რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის სწორედ რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0