
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების სიას ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.
კერძოდ, ქალაქ თბილისში ცხრა საგამოცდო ცენტრი გაიხსნება – №39 საჯარო სკოლა – გლდანის I მ/რ; №103 საჯარო სკოლა – მესხეთის ქ. №72; №133 საჯარო სკოლა – ვარდისუბნის ქ. №8; №147 საჯარო სკოლა – დიღმის მას. მე-3 კვ.; №175 ა საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ.; №175 ბ საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ; №177 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ); №191 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. №30; №207 საჯარო სკოლა – ჩარგლის ქ. 34;
ქალაქ ქუთაისში გაიხსნება სამი საგამოცდო ცენტრი – №17 საჯარო სკოლა – ნიკეას №44; №23 საჯარო სკოლა – არაყიშვილის ქ. №15; ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა – რუსთაველის ქ. №127;
ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა – ვ. კობახიძის ქ. №2;
სამი ცენტრი იქნება ბათუმში – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა – დ. თავდადებულის 47; №10 საჯარო სკოლა – ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; №14 საჯარო სკოლა – ინასარიძის ქ. №11;
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა – გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა – ზამბახიძის ქ. №3;
ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა – ცოტნე დადიანის ქ. №10;
ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა – დ. ამილახვარის ქ. №26;
ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა – თამარის ქ. №79;
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა – მიქუტიშვილის ქ. №2;
ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა – მე-8 მ/რ;
დაბა ხულოს საჯარო სკოლა – შავაძის ქ. №3.
ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
კერძოდ, მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
0
0