
სამარცხვინო სტატუსია, ელენე. შეეშვით შეთქმულების თეორიებს და ეგოების დატოლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტზე კომენტარის სახით წერს.
როგორც წითლიძე წერს, „არც ელენეს დღე-ნახევრიანი, გაუგებარი შიმშილობა იყო ოპოზიციისთვის ბენეფიტის მომტანი, მაგრამ მხარი დაუჭირეს“.
„სამარცხვინო სტატუსია, ელენე, უფრო მეტს არ გიპასუხებ. ნიკა გილაური არ იყო სუს-ი და უჩა მამაცაშვილი, ხაბე ან ბურჭულაძეა სუს-ი? ეს თქვი ახლა ამით? თინასაც შეურაცხყოფას აყენებ ამ სტატუსით და იმას აკერებ, რაც არ უთქვამს. მით უმეტეს, ასჯერ ითქვა მაგ თარიღებზე. შეეშვით ამ შეთქმულების თეორიებს და ეგოების დატოლებას, ამ საჯარო სტატუსებით სუს-ის საქმეს თქვენ უფრო აკეთებთ სასარგებლო იდიოტის როლიდან.
ასჯერ გაკეთდა ამაზე განმარტება და იცის ეს ელენემ, უბრალოდ, სხვა ეგოები აწუხებს და ასე ავლენს. კი, არასერიოზულია ნებისმიერი არარეალური დაპირება და ქმედება, არც ელენეს დღე-ნახევრიანი, გაუგებარი შიმშილობა იყო ოპოზიციისთვის ბენეფიტის მომტანი, მაგრამ სუს-ის აგენტად არ გამოგვიცხადებია, პირიქით, მხარი დავუჭირეთ“, – წერს ანი წითლიძე.
0
0