
აშშ-ს უარი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ჯო ბადენმა განაცხადა, შეიძლება არ განიხილებოდეს, როგორც საბოლოო „არა“ - წერს Politico პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით.
ვაშინგტონი, შესაძლოა, ამ საკითხს დროთა განმავლობაში დაუბრუნდეს, მაგრამ ახლა მას ურჩევნია უკრაინის შეტევითი იარაღით აღჭურვაზე ფოკუსირება - ამბობენ ვაშინგტონი.
მათ მიაჩნიათ, რომ ახალი სამხედრო თვითმფრინავები დიდ როლს არ ითამაშებენ გაზაფხულზე მოსალოდნელ ბრძოლებში. გარდა ამისა, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის დრო საერთოდ არ არის.
თუმცა, Politico წერს, რომ შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, მათ სხვა ქვეყნებს მისცენ ნებართვა, F-16-ები მიაწოდონ კიევს.
პოლონეთმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა უკვე გამოთქვეს სურვილი განიხილონ ეს საკითხი.
0
0