
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ჩიკუნგუნიას (CHIK) საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ადმინისტრაცია ვირუსს განიხილავს, როგორც "განვითარებულ გლობალურ საფრთხეს".
კოღოებით გამოწვეული დაავადება ცხელებას და სახსრების ტკივილს იწვევს, ასევე შესაძლოა ფატალური იყოს ახალშობილებისთვის.
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ჩიკუნგუნიას დაახლოებით 440 000 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 350 ადამიანი დაიღუპა. ამჟამად, ჩიკუნგუნიას სამკურნალოდ კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს. სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაში მიმდინარე წელს ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვაქცინა, სახელად Ixchiq-ი, გათვალისწინებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ვაქცინა Europe's Valneva-მ შეიმუშავა.
„ჩიკუნგუნიას ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება და ჯანმრთელობის გახანგრძლივებული პრობლემები, განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის და თანდაყოლილი დაავადებების მქონე პირებისთვის“, - თქვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა პიტერ მარკსმა.
2008 წლიდან ჩიკუნგუნიას, სულ მცირე, ხუთი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის სიმპტომებია გამონაყარი, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი. სახსრების ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც კი.
აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ამერიკის ნაწილების ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ინფექციის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან ჩიკუნგუნიას ვირუსის მატარებელი კოღოები ამ ადგილებში ენდემურია.
”თუმცა, ჩიკუნგუნიას ვირუსი ახალ გეოგრაფიულ რაიონებში გავრცელდა, რამაც დაავადების გლობალური აფეთქება გამოიწვია”, - აღნიშნა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2023 წელს, ჩიკუნგუნიას ყველაზე მეტი შემთხვევა - 218,613 - ბრაზილიაში დაფიქსირდა, 93,000-ზე მეტი კი - ინდოეთში.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025