
ბავარიის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციის წევრია, ევროკავშირს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს კიევზე, რათა უკრაინამ ათასობით ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც გერმანიაში ჩადიან, ქვეყნის დატოვება აუკრძალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
უკრაინის მიერ საომარი მდგომარეობის შესახებ კანონის შემსუბუქებისა და ახალგაზრდა ზრდასრული მამაკაცებისთვის ქვეყნის დატოვების ნებართვის მიცემის შემდეგ, ამ ასაკობრივი კატეგორიის უკრაინელთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში თავშესაფრის მოპოვებას ცდილობენ, მკვეთრად გაიზარდა.
„სერიოზულად უნდა გავაკონტროლოთ და შევამციროთ უკრაინიდან ახალგაზრდა მამაკაცების მზარდი ნაკადი. ევროკავშირმა და ბერლინმა ზეწოლა უნდა მოახდინონ უკრაინაზე, რათა შემსუბუქებული გასვლის წესები კვლავ შეიცვალოს“, - აღნიშნა ბავარიის პრემიერ-მინისტრმა.
ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას „საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ჯარისკაცები სჭირდება“.
„არავის ეხმარება ის, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უკრაინელი გერმანიაში ჩამოდის სამშობლოს დაცვის ნაცვლად“, - დასძინა მან.
1
0