ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სააგენტო ,,ფრანს-პრეს’’-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი არ გამოიყენა და ევროკავშირი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არასოდეს აღიარებს.
კალასის თქმით, მოსკოვი "თამაშობდა" "სააღდგომო ზავით", რადგან რეალურად მას მშვიდობა არ აინტერესებს.
"მათ არ შეასრულეს ზავის პირობები. აშკარაა, რომ რუსეთი დიპლომატიურ თამაშებს თამაშობს, ხოლო რეალურად მშვიდობიანი რეზოლუციის წინააღმდეგ მუშაობს, რომელიც მის სტრატეგიულ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიჭერდა მოსკოვის მიმართ. მათ ხელში აქვთ ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, მაგრამ არ გამოიყენეს.
შეცდომა იქნება, თუ ვაშინგტონი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად განიხილავს. ევროკავშირი არასოდეს აღიარებს, რომ ნახევარკუნძული რუსულია. ყირიმი უკრაინას ეკუთვნის’’, - აღნიშნა კალასმა.
გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღარ შეეცდება უკრაინის კონფლიქტის დასრულებას, თუ მხარეები მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწევენ.
0
0