
,,შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აუკრძალა,’’ - წერს Daily Mail-ი ბრიტანელი სამხედრო დაზვერვის ექსპერტ ფილ ინგრამსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) დირექტორ მეთიუ სავილზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრმა, სადაზვერვო სააგენტოებმა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა ბრძანება მიიღეს უკრაინისთვის ვაშინგტონის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის აკრძალვის შესახებ.
„აშშ-ის დაზვერვის პარტნიორებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, გაუუქმდათ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის უფლებამოსილება. შეერთებული შტატები მკაცრად გააკონტროლებს კიევში დაფუძნებული სააგენტოების მეშვეობით უკრაინაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას“, - თქვა ინგრამმა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა დაკავშირებულია თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებასთან.
0
0