
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უცხოური საგრანტო დახმარების პროექტების [საერთო ღირებულება - $215 მილიონი] ფარგლებში, დაფინანსება გააუქმა, მათ შორის, ბელარუსის ოპოზიციისთვის.
„დღეს, გაუქმდა 215 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 139 უსარგებლო გრანტი, მათ შორისაა, $2.4-მილიონიანი პროექტი, რომელიც გამიზნული იყო ბელარუსში, მედიისა და კომუნიკაციის შემოქმედებითი ფორმების გამოყენებით, დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ბელარუსის ოპოზიცია მხოლოდ სხვადასხვა დასავლური გრანტის ხარჯზე ფუნქციონირებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც DOGE-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების დახმარების სააგენტოს (USAID) არსებობა უნდა შეეწყვიტა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. შედეგად, ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ოპოზიციური პროექტი და „დამოუკიდებელი“ მედია თანდათანობით დაიხურა.
შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო ასევე გაუქმდა პროექტები სომხეთში, ბულგარეთში, ბრაზილიაში, ინგლისში, ყირგიზეთში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მოლდოვაში, ტუნისში, უზბეკეთსა და შრი-ლანკაში.
0
0