
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი არ გამორიცხავს, რომ მამამისი შესაძლოა უკრაინაში სამშვიდობო პროცესს გამოეთიშოს.
„ვფიქრობ, მას [აშშ-ის პრეზიდენტს] შეუძლია უკრაინაში სამშვიდობო პროცესს გამოეთიშოს. მამაჩემში ყველაზე დიდი და უნიკალური თვისება ის არის, რომ არასდროს იცი, რას აპირებს. ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა დოჰაში გამართულ ფორუმზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.
დონალდ ტრამპ უმცროსმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკოკარტელები „შეერთებული შტატებისთვის გაცილებით აშკარა და რეალური საფრთხეა“, ვიდრე ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ან რუსეთში ხდება.
“მე არ ვთვლი, რომ უკრაინა მიტოვებული იქნება, თუმცა ამერიკულ საზოგადოებას არ სურს დაუსრულებელი ომები და უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შემდგომი დაფინანსება,” - დასძინა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
0
0