19/10/2022
18:07
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიული რეზერვიდან 15 მილიონი ბარელი ნავთობის გატანა დაავალა, ასევე ამ ზამთარს საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, დამატებითი გაყიდვებისთვის მომზადება სთხოვა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვით 180 მილიონი ბარელის გამოთავისუფლება დასრულდება, რაზეც პრეზიდენტმა გაზაფხულზე გამოაცხადა. ეს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციასა და ბენზინგასამართ სადგურებში ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.
თეთრი სახლის გადაწყვეტილება მოყვა OPEC+-ის განცხადებას ნავთობის მოპოვების კვოტის 2 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ. ეს არის ყველაზე დიდი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში. ბაიდენის ადმინისტრაცია OPEC+-ზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა მას ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარი ეთქვა, მაგრამ უშედეგოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გადაწყვეტილების თაობაზე იმედგაცრუება გამოთქვა და მას წინდაუხედავი უწოდა.
0
0