
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, უყოყმანოდ გაამკაცროს სანქციები რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ, თუ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პროცესს დააჩქარებს.
,,ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სანქციები ცალსახად და აგრესიულად იქნება გამოყენებული. სანქციები შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, რომ მეტი ბერკეტი აამოქმედოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების განხილვისას. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოყენებული იქნება უპირობოდ, რათა მაქსიმალურ ეფექტს დაუყოვნებლივ მივაღწიოთ.
სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ აიძულა უკრაინის ხელმძღვანელობა, რომ სერიოზულად იფიქროს რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე,’’ - თქვა სკოტ ბესენტმა ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას.
ბესენტი ასევე ირანს სანქციების დაწესებით დაემუქრა.
0
0