ამერიკის შეერთებული შტატები თავს იკავებს უხეში განცხადებებისგან საქართველოს ნატოში შესვლის შეჩერების შესახებ და სურს საქართველოს დასწრება ვაშინგტონის სამიტზე, მაგრამ ამავდროულად აძლიერებს ზეწოლას „უცხოური აგენტების“ კანონზე უარის თქმის შესახებ.
ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა პრაღაში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა - იუწყება EuroPravda.
ელჩი სმიტი ამტკიცებს, რომ მთავარია ქართველი ხალხის მისწრაფება და ეს არ შეცვლილა.
„საქართველოს ხალხში ვხედავთ დასავლურ ინსტიტუტებზე გადასვლის მკაფიო სურვილს, ისევე როგორც ძალიან, ძალიან ღრმა და გულწრფელ რწმენას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. უყურებთ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ათასობით და ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა ნათლად ისაუბროს უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის - და ცხადი ხდება, რა არჩევანი გააკეთა ხალხმა“ - განმარტა ელჩმა.
თუმცა აშშ-ს წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგმო უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცება, „ისევე, ის ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში განახორციელა.
მან ასევე მიანიშნა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე. „ჩვენ ვემზადებით ზომების მისაღებად მათ წინააღმდეგ, ვინც დგას ანტიდემოკრატიული ცვლილებების უკან, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ სავიზო პოლიტიკის ცვლილებებზე“, - განაცხადა დიპლომატმა.
ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ იმედოვნებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას და რომ მთავრობა „აირჩევს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს“.
გამოცემის თანახმად, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები ხედავს საქართველოს აუცილებელ დასწრებას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე. თუმცა, ჯულიან სმიტმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, ვინ იქნება მიწვეული თბილისიდან და იქნება თუ არა ის ხელისუფლების წარმომადგენელი.
„არის მკაფიო სურვილი, რომ სამიტის განმავლობაში ამა თუ იმ გზით ჩაერთოს ნატოს ყველა პარტნიორი“, - თქვა მან.
0
0