
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" პარტიად ჩამოყალიბებას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, აღნიშნული მოძრაობა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში შედიოდა.
თამარ ჩერგოლეიშვილი "თავისუფლების მოედანს" წარმატებას უსურვებს, ხოლო ხაზარაძეს მოუწოდებს, რომ "აღიაროს, ინვესტიციის ჩავარდნა":
"მოედანი ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს.
წარმატებებს ვუსურვებ.
ეგებ მამუკა ხაზარაძეც დაგვეხსნას ამ ოთხბარიერგადალახულიპარტიით, ნუღა გვაწუხებს:
1. შეეგუოს, რომ ჩაუვარდა ინვესტიცია.
2. შეეგუოს, რომ პოლიტიკური ბანკროტია და ვერც იმას აერთიანებს, ვისაც ფული ახარჯა.
3. შეწყვიტოს ოპოზიციაში კუდიანების ძიება და ცილისმწამებლური კამპანიები ოპოზიციური პარტიების მიმართ
4. გაიაზროს, რომ თან ერთიანობას ითხოვდე და თან ვისაც ერთიანობას თხოვ, რუსულ პროექტად რაცხავდე, თავად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში." - წერს ჩერგოლეიშვილი.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის თაობაზე 8 მარტს დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
0
0