20/11/2023
21:03
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს“, - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.
საავადმყოფოზე თავდასხმა დაგმო ინდონეზიამ, რომელიც ღაზაში მდებარე ობიექტს აფინანსებს.
0
0