24/02/2023
12:22
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთის ერთწლიან ომთან დაკაშირებით „ტელეგრამ არხზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკვე ერთი წელია, რაც „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს და რუსმა სამხედროებმა აღადგინეს წესრიგი, მშვიდობა და სამართლიანობა „ჩვენს მიწაზე“.
მედვედევი აუცილებელ პირობად მიიჩნევს, დაწყებული ე.წ. სპეცოპერაციის მიზნების ბოლომდე მიყვანას და რუსეთისგან საფრთხეების საზღვრების მაქსიმალურ გადაწევას, თუნდაც ეს იყოს პოლონეთის საზღვრები“.
„გამარჯვება მოიპოვება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. და დადგება ის დღე, როცა ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და საიმედოდ დავიცავთ ჩვენს ხალხს, ვინც დაზარალდა გენოციდისა და დაბომბვის წლებში“ - აცხადებს მედვედევი.
ის საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მოხდება და ამბობს, რომ შემდეგ იქნება რთული და სანერვიულო მოლაპარაკებები.
„რთული და სანერვიულო იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენი მტრის მხრიდან მოლაპარაკებების ფორმალური მონაწილეები ერთნი არიან, ხოლო ფაქტობრივი ლიდერები სულ სხვა. და კიევის რეჟიმის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, არ მიიღებს არა ვიღაც ზელენსკი, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება იმ დროისთვის, არამედ გადაწყვეტილებას ოკეანის გადაღმა მიიღებენ ისინი, ვის ხელშიცაა კიევისთვის იარაღის მიწოდება და ფულის გამოყოფა უკრაინის ეკონომიკის ნაშთების შესანარჩუნებლად. ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრების მოტივები აშკარაა: რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება. ამიტომ, ისინი არ არიან დაინტერესებული კონფლიქტის დასრულებით. მაგრამ ადრე თუ გვიან, ისტორიული კანონების მიხედვით, ისინი ამას გააკეთებენ. და მერე იქნება შეთანხმება. ბუნებრივია, რეალურ საზღვრებზე ფუნდამენტური შეთანხმებების გარეშე, ან ახალი ჰელსინკის პაქტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხოებას. უბრალოდ რაღაც შეთანხმება.
მაშინ, სავარაუდოდ, არანაკლებ რთული დრო დაიწყება. დამღლელი თვეები და წლების დაპირისპირება, ტანჯვა და უხეშობა მათგან, ვინც მართავს უკრაინის ნარჩენებს. მათი ბედი არ არის შესაშური. ისინი ვერ მიღებენ სპეცოპერაციის შედეგებს, რადგან ვერ გარისკავენ იმავე დღეს იყვნენ დასჯილები. ნაციონალისტები გააგრძელებენ ძლევამოსილი კამარილას კონტროლს, რადგან არცერთ მათგანს არ გააჩნია სხვა იდეოლოგია, გარდა ბანდერას ნეონაციზმისა. დამარცხების აღიარება მათთვის სიკვდილის ტოლფასია. მაშასადამე, „მომავალი გამარჯვების“ იდეოლოგია შეიძლება დიდხანს დარჩეს“ - წერს მედვედევი.
მისი აზრით, სისხლიანი ბიჭები, რომლებიც თავს უკრაინის ლეგალურ ხელისუფლებას უწოდებენ, კვლავაც მოახდენენ მსოფლიო კონფლიქტის პროვოცირებას - არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების წინ, თუ მორიგ მაიდანზე.
„ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევა. შეძლებისდაგვარად გადავწიოთ საფრთხეების საზღვრები ჩვენი ქვეყნიდან, თუნდაც ეს იყოს პოლონეთის საზღვრები. გავანადგუროთ ნეონაციზმი დაფერფვლამდე. იმისათვის, რომ მოგვიანებით დრო არ დაიკარგოს მალოროსიის ტყეებში ბანდერას ბანდების ნარჩენების დაჭერაზე. რათა სამყარომ მოიპოვოს ნანატრი სიმშვიდე“ - წერს მედვდედევი.
0
0