10/11/2024
14:20
არჩევნები 2024
შედეგების შეჯამების მომენტში ჩანს, რა იყო თქვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უბანზე ნაკლებ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმა მიეცა , - ასე მიმართა ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო არჩევნებს ქვეყანაში ცესკო-ს სხვა შემადგენლობა ჩაატარებს.
„ამ წუთას შედეგების შეჯამების მომენტშიც გამოჩნდა რეალური მიზეზი, რატომაც უარს ამბობდით დამატებითი უბნების გახსნაზე. რასაც ვითხოვდით ჩვენც და რაც მთავარია, ითხოვდა ამომრჩეველი ქვეყნის გარეთ. 67 უბნების შედეგები, რა თქმა უნდა, თქვენთვის სახარბიელო არ არის. ამიტომ არ გსურდათ არა 95 ათას, არამედ 100 ათასზე მეტ ადამიანს მისცემოდა საშუალება, რომ ხმა მიეცა სხვადასხვა წერტილში და მათთვის კომფორტულად მისასვლელ ადგილას გახსნილიყო უბანი. დღევანდელმა შედეგების შეჯამებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმედია, შემდეგ არჩევნებზე ეს შემადგენლობა არ იქნება. იმედია, სხვა შემადგენლობა იქნება ცესკო-ში. შედეგების შეჯამების მომენტში ჩანს, რა იყო თქვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ უბანზე ნაკლებ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმა მიეცა“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0