
„შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ამის აღიარება მხოლოდ ძლიერის თვისებაა“, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ აშშ-ს მიერ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.განაცხადა.
„მე ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მე ვთვლი, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როცა მე ვითხოვ უკუგებას მათგან. ამიტომ, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე მე ვიტოვებ ძალიან დიდი იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
0
0