15/03/2023
15:51
პოლიტიკა
შეცდომა იყო, როდესაც საქართველო არ დავაყენეთ ერთ რიგში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი შევთავაზეთ, რადგან ამან „ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნარატივი გააძლიერა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.
„მე უარს ვამბობ ამ ყალბი დიქოტომიის არჩევანზე ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, რომესაც აქ მსხდომთაგან ბევრმა ურჩია, არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში და ის უკანონოდ ჩავიდა იქ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მთავრობას შორის, რომლის მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ სულ უფრო აშკარა ხდება.
თუმცა როგორც ჩანს, ჩვენ ვთანხმდებით, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და იქიდან, ვგულისმხობ პროდემოკრატიულ და პროევროპულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას. ვიმეორებ, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველო არ დავაყენეთ ერთ რიგში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი შევთავაზეთ, რადგან ამან „ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნარატივი გააძლიერა. ჩვენ გავხსენით დიდი სივრცე ამ ანტიევროპული ნარატივის შესავსებად და ამას, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყვია პოლარიზაციის დასრულებისთვის, რომელიც, როგორც ვამბობდით ისედაც გვაშფოთებდა. ახლა ჩვენ უნდა გადავაწყოთ ქვეყანაზე ჩვენი გავლენის ბერკეტები იმ სიტუაციაში, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე მოგიწოდებთ ყველას, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და არ ავირიოთ მცდარ დიქოტომიებში“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
0
0