07/03/2023
22:37
პოლიტიკა
“შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია: „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან“.
0
0