
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას და ამ ტრაგედიაზე საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
,,ერთი შეკითხვა “ღმერთმცოდნეებს” – შარშანწინ ბათუმში რომ სახლი ჩამოინგრა და რამდენიმე ათეული
ქართველიი მოიყოლა, ეგენიც ღმერთმა დასაჯა? (მაპატიონ მათმა სულებმა!) სხვა მაგითებს აღარ ვიტყვი…
თუ, ღმერთს ქართველებთან აქვს სხვა კრიტერიუმები და სიკვდილით მხოლოდ არაქართველებს სჯის?… მათთვის, ვინც მაინც ვერ გაიგო რას ვწერ – ღმერთმა ვინ დასაჯა და რატომ, ეგ თქვენი გასარჩევი არაა…
თავად ღმერთი და იმ დაღუპულების სულები გაარკვევენ უთქვენოდ… როცა ამხელა ტრაგედია ხდება, ან გ ა ი ზ ი ა რ ე, ან გაჩუმდი!
საკუთარ ისედაც ც ო დ ვ ი ლ სულს კიდევ უფრო ნუ დაიმძიმებ, ასე ჯობს…” - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 5 400-ზე მეტი სირიაში კი 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქე.
0
0