
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.
გოგონა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, იგი შარშან გაათხოვეს.
მე-8 კლასელი ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.
არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" დაუდასტურა "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.
"შემთხვევა ახლახან მოხდა და მე რამდენადაც ვიცი, გუშინ საღამოს შეატყობინეს სამართალდამცავ უწყებებს. დღეს დაიწყო გამოძიება და დაკითხვები, მათ შორის სკოლის პერსონალის და ა.შ. ჩვენი ინფორმაციით, ეს გოგო გაიტაცეს და მოტაცებით შექმნილ ე.წ. ოჯახში ცხოვრობდა და ახლა, როდესაც ფაქტი დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა იმშობიარა, აქედან გახმაურდა ეს საკითხი," - განაცხადა სამირა ისმაილოვამ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.
0
0