31/05/2023
20:08
პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, რომ ეთანხმება მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ექნებოდა.
სამადაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ თავის დროზე, ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც მისივე შეფასებით, ამ პარტიის პოლიტიკური შეცდომა იყო.
„მე ერთ რამეში დავეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რაც მან დღეს თქვა - შარლ მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა მიღებული და აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იყო მათი პოლიტიკური შეცდომა და ამიტომ არის, რომ დღეს, ქართველ ხალხს არც ეს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა, რომელიც ძალიან აცდენილია დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არც „ქართული ოცნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
0
0