
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე.
„ბრიუსელის ფარისევლობა უკვე საარაკო საქმეა, როდესაც აცდები ღირებულებით გზას და სრულად ხარ მართული არაფორმალური მმართველობის ხელით, ისეთ ნაბიჯებს გადადგამ, რომელიც ღირებულებებთან კავშირში არ არის.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს რიცხვები დაასახელა და ამითი ამხილა ევროკავშირი ფარისევლობაში. როდესაც 180 მილიარდს აძლევ უკრაინას და 310 მილიარდს აძლევ რუსეთს, აქ შემდეგ საუბარი და პრეტენზიები ვინმეს მიმართ ეკონომიკურ ურთიერთობებეზე, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. შემდეგ კადრულობ და 3,5-მილიონიან საქართველოს კიდევ პრეტენზიებს უყენებ, რომ რუსეთში ღვინო რატომ გადის, მაშინ, როდესაც ლიტვა არის რეკორდსმენი ღვინის გატანით, ესტონეთი ვისკის გატანით და მაშინ, როდესაც საგარეო საკითხების კომისარი კაია კალასი, მისი ქმარი და ის, პირადად, ვინაიდან ამ ბიზნესში ფული ჰქონდა ჩადებული, რუსეთთან ვაჭრობდა ორმაგი დანიშნულების საგნებით. სიმართლე არ იმალება და ამოტივტივდა მთელი ფარისევლობა, რაც ბრიუსელს ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1
0