
პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივა, გასაუბრებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აჩვენებს, რომ ნებისმიერი უსამართლო პოლიტიკა მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი კობახიძესთან საუბარი არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს.
„ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, აჩვენებს ერთ რამეს – ნებისმიერ პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. თავად პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი. თუმცა თავად მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი. ეს მეტყველებს, რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოიტანს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა იმ ხელისუფლებასთან მიმართებით, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკა აქვს, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში. ეს გულისხმობს, რომ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, გააცნობიერებს თავისი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ მზად ვართ, გადავიაზროთ ყველა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026