
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობასა და კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით.
შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან ღირებულია სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის დონეზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
რიჩარდ რასიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
შეხვედრა შედგა ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
0
0