შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუმინეთის ელჩს შეხვდა
10/03/2022
15:23
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და მიესალმნენ ორივე მხარის მზაობას, ჩამოაყალიბონ სტრატეგიული პარტნიორობა.
შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების მნიშვნელობას ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
0
0
279
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%