
ვფიქრობ, საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში წარვადგენთ, სარჩელი მზად არის და საბოლოო დამუშავება მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინაიდან, კომპლექსური სარჩელია, ცდილობენ, რომ დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის სარჩელი იყოს.
„ამ საკითხზე პარლამენტში ვმუშაობთ. სარჩელი მზად არის, ბოლო საკითხების გავლა მიდის, რათა უმაღლესი სტანდარტის სარჩელი იყოს. მნიშვნელოვანი პროცესია და ამას რაც შეესაბამება, ისეთი სარჩელი უნდა იყოს. ექსტრემისტული დაჯგუფებები ოპონენტები არ არიან, მათი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, რომ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, არ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რა იქნება სასარჩელე მოთხოვნა, ამას იხილავთ. ბევრი ოფცია გვაქვს – ყველა ხარვეზი, რაც აქამდე კანონმდებლობაში არსებობდა, გამოსწორებულია. ოფციაა ასევე მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარი მიზანია დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0