
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
„სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შევხვდი. საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გავუსვი ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გავამახვილე ყურადღება. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0