
როცა გერმანიის მთავრობამ საქართველოში შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და ამას უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს, განსაცვიფრებელია, განსაცვიფრებელი ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიიდან საქართველოში ფინასდებოდა „ენჯეოების“ ნაწილი, რომელთაც ქვეყანაში რევოლუციის, დამხობის მოწყობა სურდათ.
„გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ, ჩვენთან ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. იტყოდნენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო კითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს. იმ პარტიის წარმომადგენელს, რომლსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, როცა საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, მხოლოდ სხვებს გვგულისხმობენ, საკუთარ თავს ამ ვალდებულებას როგორც ჩანს არ აკისრებენ. აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლის საფუძველზე უმალავს მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას. მიზეზად მოყვანილია, თითქოს საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდია და ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის მოცემული. საარჩევნო წელს, 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე“ და რა გააკეთეს ქართველმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა, პარლამენტზე შტურმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანიპულაცია ის განცხადება, თითქოს ნდობაზეა დაფუძნებული ურთიერთობა და ამიტომ არ უმხელს გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელს გარკვეულ საკითხებს.
„სწორედ ამაში, ამგვარ „ენჯეოებზე“ შარშან გერმანიის მთავრობამ რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასევე, მე იქ ვნახე, რომ საუბარი იყო, თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს იმის გამო, რომ მითითება აქვთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რაც არის მანიპულაცია, რადგან გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას. გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომელიც თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან. ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არა მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, რადგან ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, მათ შორის ერთ-ერთ მაგალითი არის ზუსტად ეს. როცა საქართველოში გერმანიის მთავრობამ შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა ადასტურებს საქართველოში არასამთვრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, თუმცა ამ ორგანიზაციებს არ ასახელებს. არასამთავრობოთა დაფინანსებისა და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, ელჩ პეტერ ფიშერის მონაწილეობის შესახებ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
0
0