22/11/2025
18:08

როდესაც გარე ძალები, შიდა ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვექაჩებოდნენ ომში, ჩვენ ვთქვით, რომ ვინ, თუ არა ქართველებმა ვიცით ძალიან კარგად, როგორც იწყება და რაც მთავარია, ძალიან მწარე გამოცდილებით ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინის საკითხზე ოპონენტების მხრიდან კრიტიკის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა ქვეყანა იმ მძიმე არჩევანს გადაარჩინა, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას.
„ამიტომაც იყო საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილი, ვინაიდან ჩვენ ვიდექით სწორედ ასეთი დამანგრეველი ომის პირას, საითაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ გარე თუ შიდა ძალები. ამის საპირწონედ ჩვენ ვხედავდით ყალბ მჯიღის ცემას მკერდში, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან, ზოგიერთის მხრიდან იმის გააზრების გარეშე, თუ რა საფრთხეებს წარმოადგენდა ამგვარი ისტერიის დათესვა საქართველოში.
თავისთავად, ის, რაც ხდება უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა. უკრაინას და უკრაინის ხელისუფლებას დღეს ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ვინაიდან, ჩიხშია ზოგადად შესული ეს პერიპეტიები და ომი. ომის გაგრძელება მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა და პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამის დასტურია, რომ ორი ცუდი არჩევანიდან არჩევანის გაკეთება უწევს დღეს უკრაინას.
ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენს თავსაც მომხდარიყო, რომ ჩვენც რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ. ეს აარიდა საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0