
ერთადერთი, ვის მიმართაც გრძნობს რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას, არიან ისინი, ვისგანაც დაკვეთას იღებენ. არანაირი ვალდებულება არ აქვთ ქართველი ხალხის, მათ შორის მათივე მხარდაჭერების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: „პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს“.
„ეს ის ხალხია, რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც მხარდაჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახია და პარლამენტი დატოვა. არანაირი ვალდებულება ქართველი ხალხის, მათ შორის არ აქვთ მათივე მხარდაჭერების მიმართ. მანდატების დახევა, პირველ ყოვლისა, არის ამ მანდატების საკუთარი ამომრჩევლისთვის სახეში შეყრა. ერთადერთი, ვის მიმართაც აქვთ ანგარიშვალდებულება, უცხო ძალებია. ვხედავთ, თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში და ხალხთან შეხვედრებში. თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან ოფისებში, ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო. ვისგანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას. 2024 წელს ამომრჩევლის მიერ მიღებული დაკვეთა დახიეს, მანდატები დახიეს და გადაყარეს ნაგვის ურნაში. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი მხარდამჭერის მიმართ. ერთადერთი, ვისაც ვერ უბედავენ ასეთ ტონს, არის ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომელიც მათთან კონსპირაციულ შეხვედრებს მართავს და დირექტივების მიცემით არის დაკავებული, ასევე ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებთანაც თავს ვალდებულად გრძნობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
06/05/2026