
ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას და ისინი მოგვიყვებიან, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების პასუხად.
პაპუაშვილის თქმით, თუნდაც „იმედზე“ თავდასხმა ლონდონის მხრიდან, ამის კარგი დასტურია.
„რაც შეეხება იმას, თუ რაზე დგას [ბრიუსელი], სამწუხაროდ, ამ მხრივაც მართალია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როდესაც ცივილიზაციურ კოლაფსზე თუ უფსკრულზე საუბრობს. თუნდაც „იმედზე“ თავდასხმა ლონდონის მხრიდან, თუკი დედაქალაქს ავიღებთ, ამის კარგი დასტურია. სად ხედავთ აქ კანონის უზენაესობას, სამართლებრივ პროცედურებს, სად ხედავთ მედიის თავისუფლების დაცვას? სად ხედავთ აქ საერთოდ რაიმე პრინციპს, რომელსაც ამდენი ხანი გვიჩიჩინებდნენ, რომ ნაწილია ამ ყველაფრის?
თვითნებობა და კანონის უზენაესობის დარღვევა სხვა რამე კი არ არის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებით, სამართლებრივი პროცედურის გარეშე, სასამართლოს გარეშე გინდა, რომ დახურო მედია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0