29/03/2022
22:09
პოლიტიკა
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატო-ს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატო-სთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“ - „ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატო-ს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატო-სთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“
0
0