
ამნისტია ყოველთვის ჰუმანური აქტია, რომელიც იმას გულისხმობს, რომ გარკვეულ მომენტებში მოქალაქეებს რაღაც მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამნისტიის ფარგლებში მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმოთ, მოქალაქეების ნაწილისთვის მანქანის მართვა მათი შემოსავლებისთვის მნიშვნელოვანია.
„როცა მართვის მოწმობის ჩამორთმევაზე ვსაუბრობთ, მოქალაქეების ნაწილია, რომელთათვის მანქანის მართვა მნიშვნელოვანია მათი შემოსავლებისთვის და ეს მათი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო ამ ჰუმანური აქტის განხორციელება. 20 ათასზე მეტ ადამიანს პირობები შეუმსუბუქდება. ამნისტიის საპირწონედ წესები გამკაცრდა. თუ აქამდე შესაძლებლობა იყო, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ, შეზღუდვის ნახევრის გასვლის შემდეგ, სანქცია გადაეკეთებინა, კანონმდებლობიდან ეს სრულად ამოვიღეთ. დღეის იქით, რა ვადითაც იქნება შეზღუდვა, სრულად უნდა შესრულდეს, რათა მართვის მოწმობა თავიდან აიღოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0