
მოლდოვასგან ეს ყველაფერი არ გვიკვირს, რადგან მოლდოვის შიგნით მედიის შეზღუდვა ფაქტია. მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე დახურა რამდენიმე მედია. გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაციული და პრორუსული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვაში პარტიებსა და გადაცემებს ხურავენ, თუმცა ერთი კრიტიკული კითხვა არ ისმის.
„მარტივია, იარლიყი მიაკერო, როგორც ამას ასი წლის წინ აკეთებდნენ. ვინ არის გამკითხავი? მოლდოვის პრეზიდენტს ვინ განიკითხავს, ტაშს უკრავენ. იტყვიან – ამას დახრჩობა, ამას ჩამოხრჩობა. ამ საკითხებზე არანაირი სასამართლო კონტროლი არ არის, არანაირი ინსტანცია, რომელიც რაიმეს გადაწყვეტს. ვისაც რა უნდა, იმ იარლიყს მოაწებებენ. მოლდოვაში პარტიებსა და გადაცემებს ხურავენ. ერთი კრიტიკული კითხვა არ ისმის, რატომ არ აკრიტიკებენ სანდუს? – რადგან როცა დასჭირდებათ, ეტყვიან, საქართველოზე განცხადება გააკეთოს. გახსოვთ, მაია სანდუმ 4 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოში ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა მისი კოლეგის, პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მიმდინარეობდა. სანდუმ მოძალადეებს მოუწოდა, შტურმი გაეგრძელებინათ, ისინი ძალადობაზე წაახალისა. სანდუმ თქვა, რომ მოლდოვის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია და მზადაა, სახელმწიფო სხვა ქვეყანას შეუერთოს, დამოუკიდებლობაზე თქვა უარი და გასაკვირი რა უნდა იყოს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოლდოვამ ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
0
0