
ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე, რომლის მიხედვით, ცხოვრების დონის შეფასების ხანგძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
„ჩვენ ქართულო ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი ვართ. სხვადასხვა პროორიენტაციების გამოგონებას რა მოაქვს, შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვიხილოთ. დღეს, როდესაც მათ ეკონომიკური უკუსვლა აქვთ, ომში არიან, ომის ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიყოლას სხვების აყოლა, წითელი ხალიჩები, მათთვის ტაშის დაკვრა და უცხოელების შექება ამჯობინეს. შედეგად ეკონომიკური კოლაფსი, სტაგნაცია მიიღეს. ორიენტაცია უნდა გქონდეს საკუთარ ხალხზე, საკუთარ მიზნებზე და იმ ორ მთავარ ამოცანაზე, რომელსაც ყოყმანის გარეშე მივყვებით, რაც არის საქართველოს გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ეს ორი საზომია, რითაც ნებისმიერი გადაწყვეტილება იზომება. ამ ორ მიზანზე მაღლა არაფერი დგას. სხვა მიზანი ამ ორ მიზანს ხელს თუ უშლის, მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0