
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა: ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალადობას ეჭვს ქვეშ აყენებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ, უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადებები გამოაცხონ.
„ჰელსინკის კომისიას სურს, რომ იმ შედეგების კაპიტალიზება მოახდინოს, რისთვისაც მიჰყავდათ ელენე ხოშტარია დანაშაულზე, რისთვისაც ჩატოვეს ის ციხეში, არ გადაახდევინეს გირაო, რისთვისაც ჰყავთ ზოგადად, ხალხი პატიმრობაში. შემდგომში განცხადებები რომ გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების პირადი პატიმრები არიან. მათ აქეზებდნენ, რომ შემდგომ მოეწყოთ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები აკეთონ. ამით თავად არაფერი აკლდებათ, არანაირი ზიანი არ ადგებათ, მაგრამ ქართველებს, ისევ ჩვენს მოქალაქეებს იყენებენ, უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადებები გამოაცხონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0