შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში
06/08/2023
18:43
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ იმყოფება შოვში, სტიქიის ზონაში. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული.
"ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული", - აღნიშნავს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
0
0
393
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%