
ბრიუსელი მოქმედებს არა გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით. პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნით. საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად თავქუდიანად გადაეშვნენ, დაერღვიათ ვენის კონვენცია, სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კონვენცია და ამ ყველაფერში დამარცხდნენ, – ამის შესახებ პარლანმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს, რომელმაც კარგად გაიგო, თუ რა განზრახვა აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ, დიდ ზიანს ვერ აყენებენ.
„ბრიუსელის გადაწყვეტილებაში ლოგიკას და სამართლიანობას ნუ ვეძებთ. რაღაც პერიოდია, ბრიუსელი მოქმედებს არა გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით, რათა სხვადასხვა საკითხი იარაღად გამოიყენოს. საბედნიეროდ, პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნით, რომ საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით დიდი ზიანი მიაყენონ. ვნახეთ, აქამდე რაც სცადეს, ხელისუფლება გარედან რომ შეეცვალათ, ელჩი, კომისრები, საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი ჩართეს საარჩევნო კამპანიაში. ამაზე მდაბიო საქციელი რა უნდა გვენახა, როცა გარედან ხელისუფლების შესაცვლელად თავქუდიანად გადაეშვნენ, დაერღვიათ ვენის კონვენცია, სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კონვენცია და ამ ყველაფერში დამარცხდნენ. ამის ერთადერთი მიზეზი იყო პოლიტიკური უმწიფრობა და არაკვალიფიციურობა. ჩათვალეს, ინსტრუმენტები აქვთ, რომელიც ამერიკის წინა ადმინისტრაციას ჰქონდა და იყენებდა, ახალმა ადმინისტრაციამ ეს ინსტრუმენტები ამხილა და უარი თქვა, სხვა ქვეყნებში ასეთი სახის პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი, საბედნიეროდ, ამის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ქართველ ხალხს, რომელმაც ყველაფერი კარგად გაიგო, თუ რა განზრახვა აქვს ბრიუსელში ზოგიერთს საქართველოს მიმართ, დიდ ზიანს ვერ აყენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0