
ერთადერთი იარაღი, რომელიც გარე ძალებს საქართველოს ასარევად ხელში დარჩათ, სიძულვილის და ზიზღის ენაა, ეს არის ის, რაზეც მთელი ე.წ. ევროპული მოძრაობა დგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ზიზღისა და ძალადობის იარაღი განუვნებელყოფილი იყოს.
მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. გარდამტეხი პროცესი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოება რადიკალიზმისგან, პოლარიზაციისგან და გახლეჩვის მცდელობისგან დავიცვათ, რადგან ვხედავთ, რომ ერთადერთი იარაღი, რომელიც გარე ძალებს საქართველოს ასარევად ხელში დარჩათ, სიძულვილის და ზიზღის ენაა. სამწუხაროდ, ეს ის არის, რაზეც მთელი ე.წ. ევროპული მოძრაობა დგას – ზიზღსა და სიძულვილზე. ბრიუსელმა და მისმა წარმომადგენლებმა საქართველოში აქამდე მიიყვანეს იდეა მშვიდობის პროექტის, რასაც ევროკავშირი ჰქვია, რადგან დღეს, ის ასოცირდება ზიზღთან, ძალადობასთან. მნიშვნელოვანია, ზიზღისა და ძალადობის იარაღი გაუვნებელყოფილი იყოს. იმედია, ეს დეპარტამენტი აქტიური იქნება. კარგია, რომ აქტიურად მუშაობს. მნიშვნელოვანია, სიძულვილი, როგორც იარაღი გამოვაცალოთ ხელიდან ე.წ. პროევროპულ ძალებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0