26/01/2022
17:49
პოლიტიკა
„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.
0
0