
ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.
პაპუაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულაიდ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ უდიდესი პატივი გვერგო, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. მიხარია, რიომ დღეს ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს და ერს გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0